პრემიერმინისტრი

ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია იქნება

საქართველოს ახალი ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია იქნება - ეს ინფორმაცია  პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო შერატონში თავად გააცნო ბიზნესმენებს.  
"მასთან ერთად ჩამოვყალიბდეთ, გნებავთ, სახელიც გადავარქვათ. ბიზნესომბუდსმენი, თუ სხვა რამ მოვიფიქროთ, რომ თქვენ მარტივად შეგეძლოთ, მიიტანოთ ამბავი ხელისუფლებამდე", - განაცხადა ივანიშვილმა.
პრემიერმა განაცხადა, რომ გახარიას განათლება  ბიზნესის მართვისა და პოლიტოლოგიის სფეროში აქვს მიღებული და გამოცდილება აქვეს მენეჯერის თენამდებობაზე Lufthansa სერვის ჯგუფში მრავალწლიანი მუშაობის. ამდენად, მას "მას ბიზნეს ენა კარგად ესმის", - განაცხადა ივანიშვილმა. 
პრემიერი ბიზნესმენებს ჩინოვნიკების მხრიდან მათ საქმიანობაში "ხელის ფათურისგან" დაცვას დაპირდა.  
"ყველაფერი უნდა დაიწყოს ზემოდან - კანონის დაცვა პირველ რიგში პრეზიდენტმა უნდა მოახერხოს, შემდგომ მთავრობის წევრებმა და შემდეგ ეს უნდა მოვთხოვოთ სხვებსაც" - აცხადებს ივანიშვილი.
ამასთან, ბიზნესმენებთან საუბრისას მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი, გამარტივებული საბაჟო პროცედურების მოქმედება, კომპანიის ადვილად დაფუძნება, რაც გარკვეულ როლს თამაშობს. თუმცა მისი თქმით,  გადამწყვეტი დაბალი გადასახადებია. 
ბიზნესმენებთან შეხვედრაზე, ივანიშვილმა კოჰაბიტაციის თემაზეც ისაუბრა. მისი თქმით,წინა ხელისუფლებასთან თანაარსებობა და ურთიერთობა რთულია.
"კოაბიტაცია ვერ დამყარდა, ამასთან დაკავშირებით განცხადებები გაკეთდება. რთულია თანაარსებობა, მაქსიმალური მცდელობა მაქვს მე, პირადად, ალბათ, თქვენ კარგად იცით, რა პრობლემები ჰქონდა წინა ხელისუფლებას. ჩვენ სხვა იდეოლოგია გაგვაჩნია, მათ - სხვა, ამიტომ თანაარსებობა არ არის ადვილი მათთან. ვიტოვებ იმედს, რომ მოვახერხებ", - განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები