აგრარული უნივერსიტეტი

ტაბულა არაგეგმიური გადაცემით 22 საათზე გავა ეთერში

დღეს, 13 მარტს, 22 საათზე ტაბულა არაგეგმიური გადაცემით გავა ეთერში. გადაცემის თემა აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმებაა. ამჟამად სტუდიაში სარემონტო სამუშაობი მიმდინარეობს.

გადაცემაში მოწვეულნი არიან აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების სტუდენტები, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ბენდუქიძე, განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტის განათლების კომიტეტის წევრები, ავტორიზაციის საბჭოს წევრები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

კომენტარები