თბილისის პროკურორი

თბილისის პროკურორად მაია მწარიაშვილი ინიშნება

დღეს, 13:00 საათზე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი თბილისის ახალ პროკურორს წარადგენენ.

როგორც ცნობილია, დედაქალაქის პროკურორად მაია მწარიაშვილი ინიშნება. მწარიაშვილი ამ დრომდე, პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი იყო.

თბილისის პროკურორის თანამდებობაზე, მწარიაშვილი დავით კოჭლამაზაშვილს შეცვლის.

კომენტარები