თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ჭიდაობაში, დღეს გენო პეტრიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და შედეგად, ქართული დელეგაციის მარაქაში უკვე სამი მედალია: ერთი ოქროს და ორი ბრინჯაოს.
პეტრიაშვილმა გერმანელ ნიკ მატუჰინს 4:2, 5:0 აჯობა, მძიმე წონაში გამარჯვებული კი თურქი ტაკა აკგული გახდა.
ხვალ საქართველოს ნაკრების სახელით დავით მარსაგიშვილი იასპარეზებს.