ზედიზედ მეორედ, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი დავით მარსაგიშვილი ევროპის ჩემპიონია. თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფინალში, მარსაგიშვილმა სომხეთის ნაკრების წევრ მუსა მურთაზალიევს ორ პერიოდში (2:0 2:0) მოუგო.
მარსაგიშვილმა ფინალამდე ავსტრიელ დომინიკ კლაუს პეტერს, რუმინელ ანდრეი ვიქტორ ფრანტსა და რუსეთის ნაკრების წევრს, ანზორ ურიშევს მოუგო.
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 44 ქულით დაასრულა და საერთო გუნდურ ჩათვლაში მხოლოდ 53-ქულიან რუსეთს ჩამორჩა.