სტიქია

ბათუმში შტორმის სიმძლავე, ამ დრომდე 5 ბალს აღწევს

ბათუმში, გუშინ დილის 5 საათზე შტორმი დაიწყო, რომელიც ამ დრომდე არ ჩამდგარა. როგორც ცნობილია, სანაპიროებზე 5 ბალამდე სიმძლავრის შტორმი ფიქსირდება.  

გავრცელებული ინფორმაციით, შტორმს მსხვერპლიც მოჰყვა. მოქალაქეები იუწყებიან, რომ მათ დაინახეს, როგორ გაიტაცა ზღვამ მეთევზე. სამძებრო სამუშაოები, ამ დრომდე უშედეგოდ მიმდინარეობს.

გარდა ამისა, ბათუმის ახალ ბულვარში, ძლიერმა შტორმმა საფეხმავლო ბილიკი წაიღო. დატბორილია ზღვის ნაპირას მდებარე, ხიმშიაშვილის ქუჩა. 

სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელი, ჰუსეინ სირაბიძე იუწყება, რომ ზღვის ძლიერი ღელვა დილის 05.00 საათზე დაიწყო და მისმა სიმძლავრემ 6 ბალამდე მიაღწია.

ამ დროისთვის, სტიქიის ზონაში სამაშველო და საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ შტორმის ჩადგომას, დღის მეორე ნახევრისთვის ელოდებიან. 

 

 

 

 

 

 

კომენტარები