საპრეზიდენტო არჩევნები

ნათელაშვილი პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. ამის შესახებ ლეიბორისტების ლიდერმა 28 მარტს ჭადრაკის სასახლეში, მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

ნათელაშვილის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ის პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდას გეგმავს.

როგორც მან დღეს გამართულ პარტიის შეკრებაზე განაცხადა, ქვეყანა კვლავ არჩევანის პირზეა და შექმნილი ვითარება გადაუდებელ მოქმედებებს მოითხოვს.

"ე.წ. კოჰაბიტაცია ივანიშვილისა და სააკაშვილის ჯგუფებს შორის შეხმატკბილებაში გადაიზარდა. შექმნილი ვითარება გადაუდებელ მოქმედებებს მოითხოვს. დრო ცოტა გვაქვს. ერისა და ბერის წინაშე ვაცხადებ, მივიღე შემდეგი გადაწყვეტილება: ვიყრი კენჭს საქართველოს პრეზიდენტად, მზად ვარ, ავიღო პასუხისმგებლობა ქვეყანაზე, ხალხზე და საქართველო გამოვიყვანო ჩიხიდან",-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

კომენტარები