საია

საია-ს მხარდასაჭერად ბათუმში აქცია გაიმართება

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მხარდასაჭერად, ბათუმში აქციის გამართვა იგეგმება. აჭარის ფილიალის წარმომადგენლები დღეს, 15:00 საათზე ბრიფინგს გამართავენ, რის შემდეგაც აქცია გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ნეტგაზეთი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, აქციაზე მისვლას სოციაურად დაუცველებიც გეგმავენ, რომლებიც უკვე ორი დღეა, აჭარის მთავრობის სახლთან აქციებს მართავენ.

გარდა ამისა, სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, დღესვე საია-ს თავმჯდომარე კახა კოჟორიძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ლევან იზორიას შეხვდება.

კოჟორიძის თქმით, ''მნიშვნელოვანია, როგორ იქცევა შსს, როცა საქმე ეხება მისი თანამშრომლის კანონდარღვევას''.

"მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ საია ამ თემაზე აქცენტს აკეთებს არა იმიტომ, რომ ამბავი მის კონკრეტულ თანამშრომლებს ეხება, არამედ იმიტომ, რომ ბატონ თელიას ქმედებაში იყო კანონდარღვევები, ამ კანონდარღვევას შემდეგ უფრო მნიშვნელოვანი და სერიოზული დარღვევები მოჰყვა, რამაც წარმოაჩინა, რომ შსს-ს ადგილობრივი თანამშრომლები არათუ არ იძიებდა საქმეს, არამედ ცდილობდა, დაეფარა იქ მომხდარი ამბავი. ამას მოწმობს იგივე მტკიცებულების განადგურების ფაქტი. თუნდაც ის, რომ ერთ-ერთ ობიექტზე არსებობს ვიდეოჩანაწერი და არავინ მიდის მის ამოსაღებად. მხოლოდ გუშინ გაგზავნეს ის ადამიანი, რომელიც სხვა ობიექტზე იგივე მტკიცებულების განადგურებაში მონაწილეობდა", - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

შეგახსენებთ, 28 მარტს, ბა­თუმ­ში, გრი­ბო­ე­დო­ვის ქუ­ჩა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­სა და აჭა­რის ში­ნა­გან საქ­მე­თა მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როსს, ვა­ლე­რი­ან თე­ლი­ას შო­რის ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და. სა­ია-ს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის თქმით, თე­ლი­ამ მათ ფი­ზი­კუ­რი და სიტ­ყვი­ე­რი შე­უ­რაც­ხყო­ფა მი­ა­ყე­ნა. სა­ია-ს მძღო­ლი რო­ინ ფარ­ტე­ნა­ძე აც­ხა­დებს, რომ პო­ლი­ცი­ის უფ­როს­მა მი­სი მან­ქა­ნა­ში ჩა­ტე­ნა სცა­და, რა დრო­საც შეხ­ლა-შე­მოხ­ლის შე­დე­გად პუ­ლო­ვე­რი გა­ე­ხა. ვა­ლე­რი­ან თე­ლია ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რაც­ხყო­ფის ფაქტს უარ­ყოფს.

სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცია აჭა­რის შს მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის, ვა­ლე­რი­ან თე­ლი­ას­თვის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბას ით­ხოვს.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გუ­შინ ინ­ცი­დენ­ტის ამ­სახ­ვე­ლი  ვი­დე­ო­მა­სა­ლა გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მე­ლიც ად­გილ­ზე ახ­ლომ­დე­ბა­რე ერთ-ერ­თი ობი­ექ­ტის სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რი­თაა გა­და­ღე­ბუ­ლი. 

 

კომენტარები