სოციალური დაცვა

67 წლამდე ასაკის პენსიონერებს პენსია გაეზარდათ

დღეს, 1-ლ აპრილს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 67 წლამდე ასაკის პენსიონერთა პენსია 110 ლარიდან 125 ლარამდე გაიზარდა. ასევე გაიზარდა პირველი ჯგუფის ინვალიდთა პენსია - 100 ლარიდან 125 ლარამდე. 

სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო დახმარებების შემდგომი ზრდა ივლისიდანაა მოსალოდნელი. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების პირველ წევრზე 30 ლარის ნაცვლად 60 ლარი გაიცემა, ხოლო მომდევნო წევრებზე - 24 ლარის ნაცვლად, 48. 

1-ლი სექტემბრიდან ყველა პენსიონერისა და პირველი ჯგუფის ინვალიდის პენსია 125 ლარიდან 150 ლარამდე გაიზრდება. 

კომენტარები