სურსათის ეროვნული სააგენტო

საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს დელეგაცია რუსეთში გაემგზავრა

საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ექვსკაციანი დელეგაცია რუსეთში გაემგზავრა. როგორც ჟურნალისტებს დელეგაციის ხელმძღვანელმა და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა განუცხადა, დელეგაცია 2 აპრილს როსსელხოზნადზორის ხელმძღვანელ სერგეი დანკვერკს შეხვდება.

ზურაბ ჩეკურაშვილის განმარტებით, შეხვედრის ძირითადი მიზანი, ქართული სასოფლო სამეურნეო პროდუქციის რუსეთის ბაზარზე ექსპორტია.

"ჩვენ გვინდა ჩვენი პროდუქცია დავაბრუნოთ ტრადიციულ ბაზარზე", - აცხადებს ჩეკურაშვილი.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე და საქართველოს მთავარი ვეტერინარი ექიმი მიხეილ სოხაძე, სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი კახა სოხაძე და მისი მოადგილე დემნა ხელაია, ფიტო-სანიტარიის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ლიპარტია და მცენარეთა კარანტინის სპეციალისტი ოთარ სხვიტარიძე.

ქართული დელეგაცია მოსკოვში ორ დღეს დაჰყოფს და ოთხ აპრილს საქართველოში დაბრუნდება.

კომენტარები