ჯავახკი

”ჯავახკი” ოშკის, ბანასა და იშხნის სომხური ეკლესიისთვის მიკუთვნებას მოითხოვს

მოძრაობა ”ჯავახკის რუსული დიასპორა” ყოველთა სომეხთა პატრიარქ-კათალიკოსს, გარეგინ მეორეს მიმართავს და მისგან თურქეთის ტერიტორიაზე არსებული სომხური საეკლესიო ქონების, მათ შორის - ბანას, იშხნისა და ოშკის სამონასტრო კომპლექსების დაბრუნებისთვის ზრუნვას ითხოვს.

„ჩვენი აზრით, არსებობს რეალური საფრთხე ჩვენი ერის ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლების მისაკუთრებისა. საქმე ეხება იშხნის, ოშკის (იმავე ოშკივანკისა) და ბანაკის (ბანას) სამონასტრო კომპლექსებს... გაჩუმება და უმოქმედობა გაუგებარი იქნება. გარწმუნებთ, რომ თუ სომხეთის სამოციქულო ეკლესია ამ ნაბიჯს გადადგამს, დარწმუნებული იყოს, რომ მთელი სომეხი ხალხი გაჰყვება“, - წერია განცხადებაში.

 

კომენტარები