აბორტი

აბორტის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა

დღეს, 7 აპრილს, საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან აბორტთან დაკავშირებული ორი საპირისპირო მოთხოვნის აქცია გაიმართა. პირველი, რომელსაც sibrdzne-ge-ს ადმინისტრაცია და „ეროვნული ფრონტი“ მართავდა, აბორტის აკრძალვას ითხოვდა. იმავე დროს, იმავე ადგილას, აქცია ფემინისტთა დამოუკიდებელმა ჯგუფმა საპირისპირო მოთხოვნით გამართა.

Netgazeti.ge-ს ინფორმაციით, ორივე ჯგუფმა კანცელარიასთან 2 საათისთვის დაიწყო შეკრება, აბორტის აკრძალვის მომხრეთა ტრანსფარანტებზე შემდეგი სახის ლოზუნგები ჩანდა "აბორტი ერის გენოციდია" , "არავის აქვს უფლება ნაყოფი მოიშოროს", "ქალის მთავარი მოვალეობა დედობაა" და ა.შ

მეზობელ აქციაზე კი ფემინისტების ტრანსფარანტებზე ეწერა: "დედობა არჩევანია და არა მოვალეობა", "აბორტი მხოლოდ ქალის საქმეა". "კრიმინალიზაცია არ იწვევს აბორტის შემცირებას", "არავის აქვს ქალის პირად ცხოვრებაში ჩარევის უფლება", "ემბრიონი არ არის ადამიანი, აბორტი არ არის ადამიანის მკვლელობა" და სხვა.

„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, აქციის მიწურულს აბორტის კრიმინალიზების მომხრეები ფემინისტებთან დებატში შესვლას შეეცადენ, რასაც დაძაბულობა მოჰყვა და პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო. სიტუაცია მალევე განიმუხტა.

აბორტის საერთო რაოდენობა მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად საშუალოდ 46 მილიონს შეადგენს. პრობლემა მწვავედ საქართველოშიც დგას: ოფიციალური მონაცემებით, ყოველწლიურად, ქვეყანაში 20-დან 30 ათასამდე აბორტი კეთდება. რეალური რიცხვი – აღურიცხავი აბორტების გამო – გაცილებით დიდია. 

2004 წლის გუტმახერის ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, თუ რატომ იკეთებენ ქალები აბორტს ამერიკაში, პროცენტები ასე გადანაწილდა:

25% მზად არ არის კიდევ ერთი ბავშვისთვის, 23%-ს არ აქვს ბავშვის შენახვის შესაძლებლობა (ახლა), 19% აღარ სურს გაჩენა/სხვები ყავს შესანახი/დიდი შვილები ყავს, 8%-ს არ სურს იყოს მარტოხელა დედა, 7% ზედმეტად ახალგაზრდად მიიჩნევს თავს იმისთვის, რომ ყავდეს კიდევ ერთი შვილი, 4%-ს შვილი ხელს შეუშლის კარიერასა და განათლებაში, 3% იმ შესაძლო პრობლემების გამო, რომელმაც შესაძლოა ნაყოფის ჯანმრთელობაზე იქონიოს გავლენა.  0, 5% იქცა გაუპატიურების მსხვერპლად, ამდენივე მიზეზად ასახელებს პარტნიორსა და ქმარს, რომელიც მისგან აბორტს მოითხოვს, ამდენივეს მშობლები სთხოვენ აბორტის გაკეთებას ან არ სურს გაიგონ, რომ ის დაკავებული იყო სექსით. 6% სხვა მიზეზს ასახელებს.

ეს ნიშნავს, რომ ქალთა აბსოლუტური უმრავლესობა (90%-ზე მეტი) აბორტის გაკეთების მიზეზად სოციალურ ან სხვა მიზეზს ასახელებს. ძალადობა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მხოლოდ ქალთა მცირე პროცენტისთვის ხდება აბორტის გაკეთების მიზეზი.

ამავე თემაზე:

ორ-სული 

ჩვილთა ვარამი ანუ სიკვდილი დაბადებამდე

 

 

კომენტარები