კრიმინალი

შსს-მ ქურდული სამყაროს ოთხი წევრი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა ქურდული სამყაროს ოთხი წევრი დააკავა

 დაკავებული არიან წარსულში მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირები: 1973 წელს დაბადებული მიხეილ ხ, 1984 წელს დაბადებული გიორგი კ, 1988 წელს დაბადებული გიორგი გ, და 1988 წელს დაბადებული გიორგი თ. 
"ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ოთხივე ბრალდებული აღიარებს "ქურდული სამყაროს" წევრობას. ისინი მოქალაქეებისგან ე.წ. ქურდულ გარჩევებზე, დაშინებისა და მუქარის გზით, გარკვეულ თანხებს ითხოვდნენ. სამართალდამცელებმა ბრალდებულები თბილისში ჩატარებული სპეციალური ოეპრატიული ღონისძიების შედეგად დააკავეს", - აცხადებენ შსს-ში. 

კომენტარები