NDI-ს კვლევა

NDI: გამოკითხულთა 49%-ის აზრით, საქართველო ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება

ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI), სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში, საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარმოადგინა.

კითხვაზე, როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო, 2013 წლის მარტში გამოკითხულთა 9% პასუხობს, რომ საქართველო ნამდვილად სწორი მიმართულებით ვითარდება, რასაც 2012 წლის ნოემბერში გამოკითხულთა 7% მიიჩნევდა.

გამოკითხულთა 49%-ის აზრით, საქართველო ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება, რასაც ნოემბრის კვლევის მიხედვით, 51% მიიჩნევდა.

გამოკითხულთა 18% მიიჩნევს, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება. წინა კვლევის მიხედვით, ეს პასუხი კითხვაზე, 12%-ს ჰქონდა.

გამოკითხული მოსახლეობის 6%-ის აზრით, საქართველო ძირითადად არასწორი მიმართულებით ვითარდება, რასაც ნოემბერში 9% თვლიდა.

საქართველო ნამდვილად არასწორი მიმართულებით ვითარდება გამოკითხულთა 2%-ის აზრით, რაც ნოემბერში ჩატარებული კვლევის ანალოგიურია. 

კითხვაზე პასუხი არ აქვს გამოკითხულთა 14%-ს. ხოლო 1%-მა პასუხზე უარი განაცხადა.

კვლევა ქვეყნის მასშტაბით, 13-27 მარტის პერიოდში ჩატარდა და მის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევით 3,103 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის ცდომილება 2.5%-ს შეადგენდა. კვლევა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა ჩაატარა და იგი შვედეთის განვითარების ფონდის მიერ არის დაფინანსებული. წინა კვლევა არასამთავრობო ორგანიზაციამ 2012 წლის ნოემბერში წარმოადგინა.

კომენტარები