NDI-ს კვლევა

NDI: 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ, გამოკითხულთა 81% ცვლილებას ვერ გრძნობს

ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI), სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში, საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები  წარმოადგინა.

გამოკითხულთა 10% თვლის, რომ ის და მისი ოჯახი, 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ, არის უკეთესად, ხოლო 81% იმავე მდგომარეობაშია. უარესადაა 8%, ხოლო 1%-ს პასუხი არ აქვს. 

კვლევა ქვეყნის მასშტაბით, 13-27 მარტის პერიოდში ჩატარდა და მის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევით 3,103 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის ცდომილება 2.5%-ს შეადგენდა. კვლევა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა ჩაატარა და იგი შვედეთის განვითარების ფონდის მიერ არის დაფინანსებული. წინა კვლევა არასამთავრობო ორგანიზაციამ 2012 წლის ნოემბერში წარმოადგინა.

კომენტარები