NDI-ს კვლევა

NDI: მოსახლეობის აზრით, ყველაზე მეტად მდგომარეობა კრიმინალის მხრივ გაუარესდა

ეროვ­ნულ დე­მოკ­რა­ტი­ულ­მა ინ­სტი­ტუტ­მა (NDI), სას­ტუმ­რო ქორ­თი­არდ მა­რი­ოტ­ში, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის კვლე­ვის შე­დე­გე­ბი  წარ­მო­ად­გი­ნა.

2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, მოსახლეობის 72% სამუშაო ადგილების მიმართულებით, 89% კი ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით თვლის, რომ   მდგომარეობა არ შეცვლილა. 

მოსახლეობის 44%-ის აზრით, რუსეთთან ურთიერთობა გაუმჯობესდა. 

გაუმჯობესების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (47%) ციხეებში მდგომარეობას აქვს, ხოლო მოსახლეობის აზრით, ყველაზე მეტად მდგომარეობა კრიმინალის მხრივ გაუარესდა (13%). 

კვლე­ვა ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, 13-27 მარ­ტის პე­რი­ოდ­ში ჩა­ტარ­და და მის ფარ­გლებ­ში შემ­თხვე­ვი­თი შერ­ჩე­ვით 3,103 ადა­მი­ა­ნი გა­მო­ი­კით­ხა. კვლე­ვის ცდო­მი­ლე­ბა 2.5%-ს შე­ად­გენ­და. კვლე­ვა კავ­კა­სი­ის კვლე­ვი­თი რე­სურ­სე­ბის ცენ­ტრმა ჩა­ა­ტა­რა და იგი შვე­დე­თის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის მი­ერ არის და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი. წი­ნა კვლე­ვა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ 2012 წლის ნო­ემ­ბერ­ში წარ­მო­ად­გი­ნა.

კომენტარები