ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI), სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში, საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარმოადგინა.
გამოკითხული მოსახლეობის 90%-ისთვის ინფორმაციის მიღების მთავარ წყაროდ ტელევიზია რჩება. ყველაზე მეტი მაყურებელი ტელეკომპანია იმედს ჰყავს (87%), მეორე ადგილზე რუსთავი 2-ია 84%-ით, მესამე ადგილზე კი საზოგადოებრივი მაუწყებელი 52 %-ით. მეცხრე არხისა და მაესტროს ყურების საშუალება მოსახლეობის 37%-ს არ აქვს.
მოსახლეობის 45% თვლის, რომ ტელეკომპანია იმედი არცერთი პოლიტიკური ძალის ინტერესს არ გამოხატავს. რუსთავი 2-ის შემთხვევაში კი 48% მიიჩნევს, რომ ეს არხი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს გამოხატავს. გამოკითხულთა 27% საზოგადოებრივ მაუწყებელსაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინტერესების გამტარებლად თვლის. მეცხრე არხისა და მაესტროს შემთხვევაში მდგომარეობა საპირისპიროა. გამოკითხულთა 34% მეცხრე არხს, 27% კი მაესტროს ქართული ოცნების ინტერესების გამომხატველად მიიჩნევს.
გამოკითხული მოსახლეობის 35% იმედის საინფორმაციო გამოშვებას ენდობა, 51% კი მის მიმართ ნეიტრალურადაა განწყობილი. რუსთავი-2 ის საინფორმაციო გამოშვებას 22% ენდობა, მის მიმართ ნეიტრალურად კი 50%-ია განწყობილი.