„ყველგან, როდესაც ეთნიკური წმენდა იყო ნახსენები და ამაზე პუტინის პასუხისმგებლობა, ივანიშვილმა გაატარა ეს საკითხი. ვერ ახსენა პუტინის გვარი და ამის მაგივრად შიდა კრიტიკას, სააკაშვილის კრიტიკას მიჰყო ხელი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი გაბაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა პოზიციაში განაცხადა.
გაბაშვილის თქმით, მხოლოდ ევროსაბჭოს 5 რეზოლუცია აქვს მიღებული, სადაც კონკრეტული შეფასებებია მოყვანილი რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით. შიდა კრიტიკის ნაცვლად, პარლამენტარის თქმით, ევროპელი კოლეგები ელოდებოდნენ, რომ პრემიერი ახსენებდა იმ მოთხოვნებს, რომლებიც ევროსაბჭოს რეზოლუციებში იყო.