პრემიერმინისტრი

ივანიშვილი: აბორტის აკრძალვა დემოგრაფიული პრობლემის გადამწყვეტი არ არის

https://www.facebook.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ­მი­ნის­ტრი, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, აბორ­ტის ამ­კრძა­ლა­ვი კა­ნო­ნის მი­ღე­ბის თა­ო­ბა­ზე პატ­რი­არ­ქის მო­წო­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა. რო­გორც ივა­ნიშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუც­ხა­და, აბორ­ტის აკ­რძალ­ვა დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი პრობ­ლე­მის გა­დამ­წყვე­ტი არ არის. 

"მარ­ტო ეს არ არის დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი პრობ­ლე­მის გა­დამ­წყვე­ტი. დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რას სჭირ­დე­ბა ის, რა­საც მე მუდ­მი­ვად გა­ვი­ძა­ხი. ეს არის ეკო­ნო­მი­კა. ეკო­ნო­მი­კის აღორ­ძი­ნე­ბა უნ­და მოხ­დეს, ოჯა­ხებს მე­ტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა უნ­და ჰქონ­დეს და ამა­ზე სა­ხელ­მწი­ფომ უნ­და იზ­რუ­ნოს", - გა­ნაც­ხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სწო­რია, რომ პატ­რი­არ­ქი ამ თე­მას ყუ­რად­ღე­ბას აქ­ცევს. 

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, ილია მე­ო­რემ, სა­აღ­დგო­მო ეპის­ტო­ლე­ში ვრცე­ლი ად­გი­ლი აბორ­ტის თე­მას და­ეთ­მო. პატ­რი­არ­ქმა მთავ­რო­ბას მო­უ­წო­და, აბორ­ტი კა­ნო­ნის მეშ­ვე­ო­ბით აკ­რძა­ლოს (გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით)

კომენტარები