17 მაისი აქცია

თბილისში არეულობის შედეგად 28 ადამიანი დაშავდა

facebook.com/mohgovge

თბილისში, მართლმადიდებელი აქტივისტებს მიერ ჰომოფიბიის წინააღმდეგ აქციის ჩაშლისას მომხდარი არეულობის შედეგად  28 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, 11 ადამიანი სტაციონარშია გადაყვანილი, ერთი გაწერილია ბინაზე, ხოლო დანარჩენებს დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

"ყველა დაზიანება საბედნიეროდ მსუბუქია, გარდა ერთისა, რომელიც საშუალო სიმძიმისაა - კოჭ-წვივის სახსრის მოტეხილობა. ერთ თქვენს კოლეგას, საუბარია რადიო ფორტუნას ჟურნალისტ ხატია კალანდაძეზე, თხემის ბლაგვი ჭრილობა აღენიშნება და დაკვირვების ქვეშ იმყოფება. სამი  პოლიციელია დაზიანებული", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები