18 მაისის აქცია

კანცელარიასთან პოლიციაა მობილიზებული

radiotavisupleba.ge

კანცელარიასთან დაგეგმილი აქცია ჯერ არ დაწყებულა. ტაბულას კორესპონდენტის ცნობით, ადგილზე იმყოფება „ეროვნული ფრონტის" რამდენიმე წარმომადგენელი, ისინი ტრანსფარანტით, რომელზეც იკითხება „ჰომოსექსუალიზმი სულიერი და ფსიქოლოგიური სიმახინჯეა", ჰომოსექსუალობის პროპაგანდის აღკვეთას მოითხოვენ და ალტერნატიულ აქციას აპროტესტებენ.
კანცელარიასთან შეკრება უკვე დაიწყეს მათაც, ვინც ჰომოფობიას და 17 მაისს მომხდარ ძალადობას აპროტესტებს. ტაბულას კორესპოდენტის ცნობით, უკვე მისულია რამდენიმე ათეული ადამიანი.
ორ ჯგუფს შორის პატრულის თანამშრომლები დგანან. პოლიცია მობილიზებულია აქციის მონაწილეების გარშემოც. ასევე, ადგილზე იმყოფება სპეცრაზმი, თუმცა სპეციალური აღჭურვილობის გარეშე.
18 მაისის აქცია სოციალურ ქსელში დაიგეგმა მას შემდეგ, რაც 17 მაისს მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა და მათმა მხარდამჭერებმა რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია ძალადობრივი მეთოდებით ჩაშალეს.

კომენტარები