ვანო მერაბიშვილს და ზურაბ ჭიაბერაშვილს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.
ადვოკატების ცნობით, ვანო მერაბიშვილის ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით: თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ამომრჩევლის მოსყიდვა, გაფლანგვა და სხვისი საკუთრების მითვისება.
ზურაბ ჭიაბერაშვილს კი ბრალი სამი მუხლით - თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ამომრჩევლის მოსყიდვა და გაფლანგვა - წაუყენეს.
იზოლატორიდან გამოსული ადვოკატები აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფების პოზიცია უცვლელია და ისინი თავს დამნაშავედ არ ცნობენ.
ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი და პრეზიდენტის რწმუნებული კახეთში, ქუთაისის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან.