დაკავება

ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი აქციების ფონზე მიმდინარეობს

www.supremecourt.ge

ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი ამ დრომდე აქციების ფონზე მიმდინარეობს. პროკურორმა ბრალდებულებისთვის აღმკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდება მოითხოვა. სასამართლოს ეზოში შეკრებილები არიან, როგორც ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები, ისე პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები. მათ ერთმანეთისგან პოლიციის კორდონი ყოფს. თუმცა რამდენიმე ინციდენტი მაინც მოხდა. სასამართლოს ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმი, რომელიც სასამართლო პროცესის დასრულებას ელოდება.

კომენტარები