უზენაესი სასამართლო

უზენაესი სასამართლო მოსამართლეთა კონფერენციისთვის ემზადება

facebook.com/MinistryofJusticeofGeorgia

მოსამართლეთა კონფერენციის საორგანიზაცო საკითხებთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. კონფერენციაზე მოსამართლეებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები უნდა აირჩიონ. კუბლაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ 9 ივნისის კონფერენციის მიზანია, ყველას აჩვენოს, თუ როგორ ირჩევენ მოსამართლეები დამოუკიდებლად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, ასევე ადმინისტრაციული კომიტეტის წარმომადგენლებსა და სადისციპლინო კოლეგიის წევრებს. 

კუბლაშვილმა განმარტა, რომ კონფერენცია ჩატარდება საქალაქო სასამართლოს ნაფიც მსაჯულთა დარბაზში, ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება მასზე დასწრება. კერძოდ, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აცხადებს, მედიისთვის გამოიყოფა სპეციალური დარბაზი, სადაც განთავსდება მონიტორები და შესაძლებელი იქნება კონფერენციის მიმდინარეობას გაეცნონ. 
არასამთავრობო ორგანიზაციები და დამკვირვებლები კი, დარბაზში სპეციალურად განკუთვნილ ადგილს დაიკავებენ. კუბლაშვილის ინფორმაციით, მომავალ კვირაში მედიის წარმომადგენლებს დაათვალიერებინებს დარბაზს, სადაც მოსამართლეთა კონფერენცია უნდა ჩატარდეს. ამასთან, როგორც კუბლაშვილმა განმარტა, ყველაზე მნიშვნელოვანია, გამოირიცხოს საფრთხე, რომელიც გარეგან ჩარევას გულისხმობს. 
"დაუშვებელია, რომ ვიღაცებმა გარედან ინიციატივები გამოთქვან და მოსამართლეებზე ამით იმოქმედონ. ეს საკითხი წარმოადგენს საფრთხეს და იმედი მაქვს, ამ საფრთხის წინაშე არ დავდგებით", - განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა. 

კომენტარები