პატრიარქის ქადაგება

პატრიარქი: ვერ გაურჩევიათ კლერიკალური მმართველობა და თეოკრატიული მმართველობა

პატრიარქი

კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სიონში აღსრულებული წირვის შემდეგ 24 მაისს გამართულ აქციას, ”არა თეოკრატიას” გამოეხმაურა, რომელიც 17 მაისის მოვლენების შემდეგ მოქალაქეთა ჯგუფმა დედა ენის ბაღში გამართა. 

"არის თეოკრატია და არის კლერიკალური მმართველობა. იმ ადამიანებმა, რომლებსაც ვერ გაურჩევიათ კლერიკალური მმართველობა და თეოკრატიული მმართველობა, საქართველოს მომავალზე როგორ უნდა ისაუბრონ. კლერიკალობა არავის არ უნდა, სასულიერო პირები იყვნენ სახელმწიფო მმართველები. იმის მაგივრად, რომ დავიჩოქოთ და ვემთხვიოთ, რომ წმინდა წინაპრების ოფლითა და სისხლით არის გაჟღენთილი ჩვენი მიწა, ზოგიერთი ამბობს, რომ ჩვენ არ გვინდა თეოკრატია. ჩვენ ღირსი არ ვართ, რომ ვახსენოთ ეს სიტყვა, თეოკრატია - ღმერთის ძალას ნიშნავს", – აღნიშნა ილია მეორემ.

თეოკრატია ბერძნული სიტყვაა და პირდაპირი მნიშვნელობით მართლაც ”ღვთის მმართველობას” ნიშნავს (θεός „თეოს" — ღმერთი და κρατεῖν „კრატეინ" — მართვა). თუმცა ეს ტერმინი სახელისუფლებო მმართველობასაც აღწერს. ოქსფორდის განმარტებითი ლექსიკონის თანახმად თეოკრატია არის სახელისუფლებო სისტემა, როდესაც სამღვდელოება მართავს უფლის ან ღვთაების სახელით. 

კომენტარები