საქართველო-აშშ

მთავ­რო­ბამ ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი ბი­ო­უ­საფ­რთხო­ე­ბის კვლე­ვი­თი ცენ­ტრი და­ხუ­რა

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის 7 მა­ი­სის გან­კარ­გუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, რი­ჩარდ ლუ­გა­რის სა­ხე­ლო­ბის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ცენ­ტრი, რო­მე­ლიც აშშ-ის დახ­მა­რე­ბით შე­იქ­მნა, ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლად გა­მოც­ხად­და. ცენ­ტრის ქო­ნე­ბა და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენტრს გა­და­ე­ცა. ამ პრო­ცე­სის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, გან­კარ­გუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, სა­ლიკ­ვი­და­ციო კო­მი­სია უნ­და შე­იქ­მნას, რო­მელ­შიც რამ­დე­ნი­მე უწ­ყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი შევ­ლენ.

მთავ­რო­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბამ­დე, ლუ­გა­რის სა­ხე­ლო­ბის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ცენ­ტრი 8 მა­ისს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ­მი­ნის­ტრმა, ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა და სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის ელ­ჩმა მო­ი­ნა­ხუ­ლეს. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს მე­დი­ის­თვის კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია. ცენ­ტრის ლიკ­ვი­და­ცი­ის შე­სა­ხებ არა­ფე­რი უთ­ქვამს ჯან­დაც­ვის მი­ნისტრ და­ვით სერ­გე­ენ­კოს, რო­მელ­მაც მხო­ლოდ ის გა­ნაც­ხა­და, რომ ლუ­გა­რის სა­ხე­ლო­ბის ცენ­ტრში უნი­კა­ლუ­რი სა­მეც­ნი­ე­რო ბა­ზა და ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რა შე­იქ­მნა და ცენ­ტრის მუ­შა­ო­ბა­ში "ახა­ლი ეტა­პი" იწ­ყე­ბა.

და­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა (რომ­ლის გან­კარგულე­ბა­შიც ლუ­გა­რის სა­ხე­ლო­ბის ცენ­ტრის ქო­ნე­ბა გა­და­ვა) ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ მა­ლე ლუ­გა­რის ცენ­ტრის შე­ნო­ბა­ში და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის ლა­ბო­რა­ტო­რია უნ­და გა­და­ვი­დეს,

სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან ერ­თად. აშშ-ის ელ­ჩმა რი­ჩარდ ნორ­ლამ­დმა კი ხა­ზი გა­უს­ვა შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის წვლილს ცენ­ტრის შექ­მნის საქ­მე­ში და აღ­ნიშ­ნა, რომ ის "უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბაა და მო­წო­დე­ბუ­ლია, მო­ი­ზი­დოს ექ­სპერ­ტე­ბი სხვა­დას­ხვა სფე­რო­დან და ჩა­ტარ­დეს მა­ღა­ლი დო­ნის კვლე­ვე­ბი". ნორ­ლან­დის თქმით, ცენტრს რე­გი­ონ­ში ანა­ლო­გი არ აქვს.

გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში "ცენ­ტრა­ლუ­რი რე­ფე­რა­ლუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­ის" შექ­მნის შე­სა­ხებ 2004 წელს, სე­ნა­ტორ რი­ჩარდ ლუ­გა­რის ვი­ზი­ტის დროს იქ­ნა მი­ღე­ბუ­ლი. ცენ­ტრმა საქ­მი­ა­ნო­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად 2011 წლი­დან და­იწ­ყო. რი­ჩარდ ნორ­ლან­დის თქმით, შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა ამ პრო­ექ­ტში 150 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ინ­ვეს­ტი­რე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ის ბი­ო­უ­საფ­რთხო­ე­ბის დარ­გში რე­გი­ონ­ში ყველ­ზე უკეთ აღ­ჭურ­ვილ კვლე­ვით ცენტრს წარ­მო­ად­გენ­და. მი­სი ამო­ცა­ნა ბი­ო­ლო­გი­უ­რი საფ­რთხე­ე­ბის კვლე­ვა და მათ­ზე დრო­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბა იყო.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის მი­ერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი ბი­ო­უ­საფრთხო­ე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის გახ­სნა აქამ­დე არა­ერ­თხელ გახ­და სპე­კუ­ლა­ცი­ის თე­მა რო­გორც რუ­სულ პრე­სა­ში, ასე­ვე ცხინ­ვა­ლის რე­ჟი­მის მხრი­დან. რუ­სე­თის მთა­ვარ­მა სა­ნი­ტარ­მა გე­ნა­დი ონი­შენ­კომ 2011 წელს სა­ქარ­თვე­ლო ღო­რის ჭი­რის გავ­რცე­ლე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა და აღ­ნიშ­ნა, რომ და­ა­ვა­დე­ბა რუ­სეთ­ში "სა­ი­დუმ­ლო ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან" მოხ­ვდა. გა­სულ თვე­ში გა­ზეთ ყვე­ლა სი­ახ­ლის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში აშშ-ის მო­ქა­ლა­ქე ჯეფ­რი სილ­ვერ­მან­მა, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი თა­ვი "სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ყო­ფილ მრჩევ­ლად" წა­რად­გი­ნა, გა­ნაც­ხა­და, რომ „ თბი­ლის­ში მდე­ბა­რე ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ჯი­ლე­ხის, ციმ­ბი­რის წყლუ­ლის, შა­ვი ჭი­რის და H1N1-ის ბაქ­ტე­რი­ებს ამ­ზა­დე­ბენ" და მრა­ვა­ლი ეპი­დე­მია, მათ შო­რის წი­თე­ლა, ხე­ლოვ­ნუ­რად იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი. ეს ბრალ­დე­ბე­ბი რო­გორც აშშ-ის ელ­ჩმა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყვეს.

კომენტარები