სიმონ ჯანაშია

ქალბატონო თეა, ამჯერად კარგი საქმისთვის გწერთ. მინდა თავიდან აგარიდოთ ის საფრთხეები, რაც საქართველოს სახელმწიფოს, კერძოდ კი თქვენ წინაშე არსებობს. ერთ-ერთ სიუჟეტში ჩანდა, რომ სარგებლობთ Apple iMac-ით. გაცნობებთ, რომ ეს არ არის უსაფრთხო თქვენთვის, რადგან შესაძლოა შეიცავდეს კავშირს ბოროტ ძალებთან. ამის დასტურად გაცნობებთ, რომ პირველი Apple კომპიუტერის გასაყიდი ფასი იყო 666,66 აშშ დოლარი. მესმის, რომ თქვენ ფიქრობთ, რომ სახელმწიფო მოხელეებს მხოლოდ კანონის დაცვა და პატრიარქის პატივისცემა ევალებათ. ვფიქრობ, კიდევ ერთი მოვალეობაა, რომ საკუთარი თავიც დაიცვათ მხეცისგან. ამიტომ გირჩევთ აღარ გამოიყენოთ Apple-ის გამოშვებული კომპიუტერები

იუსტიციის მინისტრისადმი მიმართვას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი სიმონ ჯანაშია Facebook-ში აქვეყნებს.

კომენტარები