ISAF-ის მისია

ირაკლი ალასანია ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრება

ალექსანდრე ისკანდაროვი / ტაბულა

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაესწრება. მინისტრის მრჩევლის, ვაკო ავალიანის თქმით, წინა სხდომას მინისტრი მხოლოდ იმიტომ ვერ დაესწრო, რომ საქართველოში არ იმყოფება. ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს, თუ არა სხდომაში მონაწილეობას საქართველოს პრემიერმინისტრი.საპარლამეტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ საბჭოს შეკრება ასეთ ვითარებაში საჭიროა, თუმცა, მიიღებს, თუ არა მასში მონაწილეობა პრემიერი, ამას თავად გადაწყვეტს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომის მოწვევაზე 8 ივნისს განაცხადა და მზადყოფნა გამოთქვა, ზუსტი დრო პრემიერის აპარატთან შეთანხმებით დანიშნოს უახლოეს დღეებში. "ავღანეთში ქართული შენაერთის მიმართ განხორციელებული თავდასხმის, ქართველი სამხედროებისა და საქართველოს მოსახლეობის მიმართ მუქარის შემცველი ვიდეო კლიპების გავრცელებისა და მასთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხების შესახებ, საქართველოს პრეზიდენტი იწვევს უშიშროების საბჭოს სხდომას"- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები