ჩემმა ოპონენტებმა ზედმეტად თავმდაბლურად აღიქვეს ჩემი პირველი პოლიტიკური განცხადებები და შესაბამისად, ცოტა დაიბნენ ჩემი კრიტიკისას. მართალია, მიჭირს საკუთარ თავზე ლაპარაკი, მაგრამ მინდა გავახსენო ყველას, რომ 1995 წლიდან თითქმის ყველა რეალური პოლიტიკური ლიდერის მრჩეველი ვიყავი. თუ მაღიარებდნენ პოლიტიკაში ადამიანად, რომელსაც რჩევების მიცემა შეეძლო, თუმცა არ ჰქონდა პოლიტიკური ამბიციები, რატომ მიიჩნევენ დღეს, რომ პოლიტიკური გამოცდილება არ მაქვს? ამას რომ თავი დავანებოთ, მაინც ვინ არიან ჩემი კონკურენტები? არიან კი ისინი ადამიანები, რომელთაც პოლიტიკურ ასპარეზზე წარმატებას მიაღწიეს? - არა მგონია, ასე იყოს. მაინც რა პოლიტიკური ტრადიციის მქონეა ეს ხალხი? - არ ვიცი.
tbl.ge/8pf
დაკოპირდა
ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი გაზეთ ყველა სიახლესთან ინტერვიუში საკუთარ კანდიდატურასა და კონკურენტებზე საუბრობს.
ამავე თემაზე
- კობახიძე: საპრეზიდენტო არჩევნები ყველაზე ცუდი არჩევნები იყო 2012 წლის შემდეგ
- სააკაშვილი: რაც გააკეთეს უგულავამ და სხვა ლიდერებმა, ახალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებაა
- ცესკო: ავღანეთში ხმის მიცემის შედეგები 28 ოქტომბრამდე ცნობილი ვერ იქნება
- წილოსანი: ზურაბიშვილი იქნება ქვეყანაში სიმშვიდისა და პოლიტიკური წონასწორობის გარანტი
- ბაქრაძე: ჩვენ არეულობის გარეშე, მშვიდობიანად ამოვიყვანთ ქვეყანას უძრაობიდან