კანონპროექტი

უმრავლესობა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის 3/4 კვორუმს აუქმებს

parliament.ge

საპარლამენტო უმრავლესობა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის 3/4-იან კვორუმს აუქმებს. პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი უკვე შევიდა. 

გასული წლის დასაწყისში, წინა მოწვევის პარლამენტმა მიიღო კონსტიტუციური ნორმა, რომელიც ძალაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა შევიდეს. ამ ნორმის თანახმად, კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას პარლამენტი ორ თანამიმდევრულ სესიაზე, სულ მცირე, სამი თვის ინტერვალით მხარს დაუჭერს და სრული შემადგენლობის 3/4-ს ანუ 113 ხმას მიიღებს. ასევე იზრდება კვორუმი, რომელიც პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას სჭირდება.

პარლამენტში დღეს ინიცირებული საკონსტიტიციო ცვლილების თანახამად კი, ეს ნორმები უქმდება. 

საკონსტიტუციო ცვლილების ავტორების განცხადებით, აუცილებელია კონსტიტუციის გადასინჯვის ამჟამად მოქმედი წესის შენარჩუნება, "რაც ხელს შეუწყობს კონსტიტუციის ახალი რედაქციის დროულად მიღებას. ასევე მნიშვნელოვანია კონსტიტუციურ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისათვის ამჟამად მოქმედი კვორუმის შენარჩუნება".

საკონსტიტუციო პროექტს ხელს 79 დეპუტატი აწერს.

 

კომენტარები