თბილისის საქალაქო სასამართლო

უგულავა: მაინტერესებს ჯოზეფ ქეი რა ბრალდებებს მიყენებს

გიგი უგულავა
iveroni.com.ge

თბილისის საქალაქო სასამართლოში, თბილისის მერის, გიგი უგულავას სასამართლო პროცესი დაიწყო.

როგორც უგულავამ პროცესის დაწყებამდე განაცხადა, მას თავადაც აინტერესებს რა ბრალდებას წაუყენებს ჯოზეფ ქეი.

"დღეს იწყება სასამართლო ჩემი ბრალდების საქმეზე. კანონის მიხედვით, გამოძიების საქმეა, დაადასტუროს ეჭვმიტანილის ბრალეულობა. მე თავიდანვე განვაცხადე, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებაა და მეც მაინტერესებს, ივანიშვილის ჯოკერი ჯოზეფ ქეი რა ბრალდებებს მიყენებს. მთავარი ოქროს მოწმე გამოძიებისთვის არის ჯოზეფ ქეი, ყველასთვის ცნობილი საერთაშორიო თაღლითი, მეც მაინტერესებს რა უნდა გამოძიებას ჩემგან", - განაცხადა გიგი უგულავამ. 

დღევანდელ პროცესზე, ბრალდების მხარის მტკიცებულებების დასაშვებობას განიხილავენ. 

შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, თბილისის მერს, გიგი უგულავას იმედისა და თბილსერვისჯგუფის ეპიზოდებზე, სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლებით წაუყენა ბრალი. 

კომენტარები