ფარული ჩანაწერები

აშშ-ის საელჩო განმარტავს, რატომ არ დაესწრო ელჩი ღარიბაშვილთან შეხვედრას

www.donthatemiami.com

დღეს, 19 ივნისს, შინაგან საქმეთა მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, შეხვედრას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან არ დასწრებია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ამ საკითხთან დაკავშირებით შემდეგ კომენტარს აკეთებს: "შეერთებული შტატების საელჩო შეხვედრაზე მაღალი რანგის თანამშრომლებით იყო წარმოდგენილი. შეხვედრას ესწრებოდა საელჩოს სამი თანამშრომელი საერთაშორისო სამართალდამცავ საკითხებში ელჩის მრჩევლის ხელმძღვანელობით. ელჩ ნორლანდს წინასწარ დანიშნული შეხვედრა ჰქონდა".

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს "საშინელ კადრებთან" დაკავშირებით მიაწოდეს ცნობები.

კომენტარები