ფიფას კონფედერაციათა თასი

ტაიტის ნაკრების მწვრთნელი: ესპანეთის წინააღმდეგ თამაში ჩვენთვის შობასავითაა

ტაიტის ნაკრების ფეხბურთელები
www.footballkitnews.com

კონფედერაციათა თასის მონაწილე აშკარა აუტსაიდერი გუნდი ტაიტის ნაკრები შემდეგ ტურში მსოფლიოსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონს ესპანეთის გუნდს დაუპირისპირდება.

ტაიტელთა მთავარი მწვრთნელი მოახლოებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ემოციებს ვერ მალავს.

"ესპანეთთან შეხვედრა ჩვენთვის შობასავითაა, როდესაც ბავშვები ნაძვისხის ძირთან საჩუქრებს აგროვებენ ხოლმე. მსოფლიოს ჩემპიონის წინააღმდეგ თამაში დიდი საჩუქარია", - აცხადებს ეტაეტა.

მატჩის შედეგი, რომელიც რიო დე ჟანეიროში მარაკანას სტადიონზე გაიმართება, იოლად გამოსაცნობია. ედი ეტაეტას განცხადებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვისენტე დელ ბოსკე ტაიტის ნაკრების წინააღმდეგ B ნაკრებს ათამაშებს, მის გუნდს შედეგის მისაღწევად არანაირი შანსი არ ექნება.

ტაიტელები B ჯგუფის პირველ შეხვედრაში, ნიგერიის ნაკრებმა ანგარიშით 6-1 დაამარცხა.

"არ მგონია, რომ წნეხის ქვეშ ღირდეს მოედანზე გამოსვლა. ვფიქრობ, ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც წარმოგვიდგენია და იმაზე ფიქრი, რომ მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებს ვეთამაშებით, კარგს არაფერს მოგვიტანს", - განაცხადა ტაიტის ნაკრების ფეხბურთელმა ჩონგ ჰიუმ.

"თავი არ უნდა მოვიტყუოთ, ჩვენ მოედანზე მოსაგებად არ გავდივართ, ჩვენი მიზანია, რომ კარგი ფეხბურთი ვაჩვენოთ. გვინდა ბრაზილიელ ხალხს ვაჩვენოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოყვარულები ვართ, ჩვენც შეგვიძლია გულით და მამაცურად თამაში", - განაცხადა ედი ეტაეტამ.

ეტაეტას თქმით, კონფედერაციათა თასის დასრულებამდე, მის გუნდში არსებული 23-ივე ფეხბურთელი აუცილებლად მიიღებს სათამაშო პრაქტიკას.

კომენტარები