ევროტურნირების კენჭისყრა

გორის დილა ევროპა ლიგას დანიურ ოლბორგთან მატჩით დაიწყებს

კენჭისყრა
www.foxsportsasia.com

ნიონში, უეფას შტაბბინაში ევროპა ლიგის გათამაშების პირველი და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპების კენჭისყრა გაიმართა, სადაც სხვა ქართულ გუნდებთან ერთად, გორის დილას მეტოქის ვინაობაც გაირკვა. დილა გათამაშებაში მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება და დანიურ ოლბორგს შეხვდება. გიორგი დევდარიანის გუნდი, პირველ შეხვედრას 18 ივლისს სახლში გამართავს, სტუმრად კი 25 ივლისს ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს სხვა ქართული კლუბების მეტოქეების ვინაობა გაირკვა. უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, დინამო თბილისი ანდორის ლუსატანსა და ფარერების სტრეიმურის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება, ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის ტორპედო სლოვაკეთის ჟილინას დაუპირისპირდება, ხოლო ევროტურნირებზე დებიუტანტი საჩხერის ჩიხურა ლიხტენშტაინის ვადუცს შეხვდება.

კომენტარები