საპარლამენტო უმცირესობა

ბაქრაძე: NATO-ს თემა ოპოზიციას და ხელისუფლებას აერთიანებს

wikipedia.org

საპარლამენტო უმიცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, NATO-ში ინტეგრაცია არის თემა, რომელიც ხელისუფლებას და ოპოზიციას აერთიანებს. ბაქრაძემ იმედი გამოთქვა, რომ ალიანსის შემდეგ სამიტზე საქართველოს პროგრესი დაფიქსირდება. ამის შესახებ ბაქრაძემ ჩრდილოატლანტიკური საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

"ეს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი პილიტიკური მოვლენა სიმბოლურადაც და პოლიტიკურადაც, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობა და პარტნიორობა NATO-სთან, ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან გრძელდება ასეთი ინტენსიური ფორმატით. როდესაც გამოდის ოპოზიცია და ოპოზიციის ლიდერი, ოპოზიციის დანიშნულებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, საუბარია განსხვავებებზე, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც განსხვავებების მაგივრად, მე დავიწყებ იმით, რაც ჩვენ გვაერთიანებს - ეს არის ჩვენი საერთო ხედვა საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის შესახებ. ეს ხედვა არესებობდა წინა ხელისუფლებაში, ეს ხედვა არსებობს დღევანდელ ხელისუფლებაშიც და ეს არის ერთ-ერთი საკითხი, სადაც მე ნამდვილად გულწრფელად ვისურვებდი, რომ ეს ხელისუფლება იყოს წარმატებული. NATO-ში ინტეგრაციის წარმატება ხელისუფლების ან ერთი პარტიის წარმატება არ არის, ეს არის ის, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ჩვენ დღეს, როგორც ოპოზიციური პარტია, მზად ვართ, დავდგეთ იმ პოზიციაზე, რომელიც საჭირო იქნება NATO-ში ინტეგრაციისათვის. იმედი გვაქვს, NATO-ს შემდეგი სამიტი იქნება სამიტი, სადაც დაფიქსირდება საქართველოს პროგრესი. პროგრესი NATO-ში გაწევრიანების გზაზე, ეს არის 5 მლნ ქართველის წარმატება. დღეს თქვენ იმყოფებით ქართველ პოლიტიკოსებს შორის, სადაც ძალიან რთულია, მოძებნო თემა, რომელსაც ყველა პოლიტიკოსი დაეთანხმება, მაგრამ NATO-ში გაწევრიანება გახლავთ სწორედ ის თემა, რაზეც ამ მაგიდასთან მსხდომი პოლიტიკოსები ვთანხმდებით", - განაცხადა ბაქრაძემ.

 

კომენტარები