სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები

საბავშვო ბაღები 1 სექტემბრიდან უფასო იქნება

parliament.ge

საქართველოს პარლამენტმა, "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" და "საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. აღნიშნული ცვლილებების მიხედვით,  სკოლამდელი აღზრდის დაწესებულბების საქმიანობის, სასწავლო-აღმზრდელობითი და სამუშაო რეჟიმის  რეგულირება თვითმმართველი ერთეულების უფლებამოსილებაა. ცვლილებების მიხედვით, იკრძალება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში რაიმე სახის გადასახადის, ტარიფის თუ სხვა სახის საფასურის დაწესება. აღნიშნული ცვლილებების ძალაში პირველი სექტემბრიდან შევა. სკოლამდელი აღზრდის  დაფინანსების სახელმწიფოს მიერ საკუთარ თავზე აღება, საქართველოს ბიუჯეტიდან დაახლოებით 60 მილიონი დაჯდება.

კომენტარები