ქართული ოცნება

პრემიერი: სირცხვილია რომ დუმბაძის სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზა არ არის

fb.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ნოდარ დუმბაძის 85-ე წლისთავთან დაკავშირებით ჩოხატაურის რაიონს ეწვია. პრემიერი ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმში სიტყვით გამოვიდა და სოფელ ხიდისთავის მოსახლეობას გზის რეაბილიტაციას დაჰპირდა.

"სირცხვილია, რომ ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზა პრაქტიკულად არ არის. გზის მშენებლობა ხვალიდან დაიწყება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას, ნოდარ დუმბაძის შემოქმედებაზეც ისაუბრა და მისი ნაწარმოებებიდან ამონარიდები წაიკითხა. 

ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმში შეკრებილებს, ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმაც მიმართა და განაცხადა, რომ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან ინტენსიურ შეხვედრებს გამართავს..  

კომენტარები