სასჯელაღსრულების სამინისტრო

გეგუთის საპყრობილის პატიმართა ახლობლების დამცირების თაობაზე მოკვლევა დაიწყო

http://www.mcla.gov.ge/
სასჯელაღსრულების სამინისტრო გეგუთის საპყრობილეში პატიმართა ოჯახის წევრების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე სამსახურებრივი მოკვლევას იწყებს. ამის შესახებ სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ირაკლი კორძაია იუწყება. 
 
კორძაიას თქმით, სასჯელაღსრულების სამინისტროს ამ თემაზე ოფიციალური საჩივარი არ მიუღია და მოკვლევა არსებული ინფორმაციის საფუძველზე მიმდინარეობს. 
 
"მსჯავრდებულთა მონათხრობის დადასტურების შემთხვევაში კანონი სრული სიმკაცრით ამოქმედდება", - აღნიშნა ირაკლი კორძაიამ. 
 
შეგახსენებთ, გეგუთის ციხეში მყოფი მსჯავრდებულები საპყრობილის გარე პერიმეტრის დაცვის უფროსს ვაჟა ნაცვლიშვილს, მათი ოჯახის წევრების შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ. 
 
პატიმრების აცხადებენ, რომ ვაჟა ნაცვლიშვილი, მათთან შეხვედრაზე მისულ ახლობლებს დამამცირებლად ეპყრობა. 

კომენტარები