საპრეზიდენტო არჩევნები

ლევან ვასაძე არჩევნებში მხარს გიორგი მარგველაშვილს უჭერს

facebook.com/mes.gov.ge

ლევან ვასაძე საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს მარგველაშვილს უჭერს - ამის შესახებ ვასაძემ დღეს თბილისი მარიოტში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან თქვა.

"მე პოლიტიკაში ვერ ვერკვევი, არ მაინტერესებს. გიორგი არის ჩემი უახლოესი მეგობარი, ძალიან ვგულშემატკივრობ მას და მხარს ვუჭერ, როგორც რიგითი მოქალაქე", - ამბობს ვასაძე.

შეგახსენებთ, მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატი ბიზნესმენ ლევან ვასაძესთან ერთად სენაკის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში საჯარო ღონისძიებაზე 21 ივნისს გამოჩნდა. მოგვიანებით, კითხვას, თუ რას ფიქრობს 17 მაისის მოვლენებში მონაწილე ვასაძის გამონათქვამებსა და მისი მხრიდან ძალადობის გამართლებაზე, მარგველაშვილმა უპასუხა, რომ ეს "განსხვავებული აქცენტებია" და ამის გამო მეგობრის დაკარგვა არ შეიძლება.

დღეს ლევან ვასაძე მთავრობის მიერ მხარდაჭერილი დემოგრაფიული აღორძინების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრების წარდგენას ესწრებოდა. თავად ვასაძე სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა.

კომენტარები