ევროპალიგის II საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩი

გორის დილამ დანიური ოლბორგი 3:0 დაამარცხა

გორის დილა
fcdila.ge

გორის დილამ თბილისში დანიურ ოლბორგს უმასპინძლა და ევროპალიგის II საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩში, 3:0 დაამარცხა.

სამივე გოლი გორელებმა მეორე ტაიმში გაიტანეს.

პირველი გოლი 61-ე წუთზე ირაკლი მოდებაძემ გაიტანა, ხოლო მეორე და მესამე, 68-ე და 90-ე წუთებზე - მიხეილ გორელიშვილმა. საპასუხო მატჩი ერთ კვირაში, დანიაში გაიმართება.

კომენტარები