დინამო თბილისი

უჰრინი: რუმინეთში მუშაობის პერიოდში სტიაუასთან არასდროს წამიგია

დუშან უჰრინი
fcdinamo.ge

შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართული კენჭისყრის შედეგად, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე დინამო თბილისის სავარაუდო მეტოქის ვინაობა გაირკვა. თუ სასწაული არ მოხდა, დინამოელები ფარერის კუნძულების სტრეიმურის დიდი ანგარიშით (6:1) დამარცხების წყალობით მესამე ეტაპზე გავლენ, ხოლო იქ რუმინულ სტიაუას და მაკედინიურ ვარდარს შორის გამარჯვებულს შეხვდებიან. სტიაუამ პირველ მატჩში ვარდარი 3:0 დაამარცხა და, სავარაუდოდ, შემდეგ ეტაპზე სწორედ სახელოვანი რუმინული კლუბი გავა.

დინამოს ვებგვერდთან საუბარში, დუშან უჰრინმა კენჭისყრის შედეგებზე და რუმინულ კლუბზე ისაუბრა.

"სტრეიმურის ძლევის შემდეგ ჩვენი გუნდის მეტოქე სავარაუდოდ სტიაუა იქნება. მათ შინ დიდი ანგარიშით იმარჯვეს. დღევანდელი სტიაუას შესახებ მცირე ინფორმაციას ვფლობ. განვლილ სეზონში წარმატებით გამოვიდნენ ევროპის ლიგაზე. გუნდში ძირითადად რუმინელი ფეხბურთელები თამაშობენ. რამდენიმე მათგანი - ლატოვლევიჩი, ნიკოლიჩი, ბორჩანუ ჩემთან თამაშობდნენ ტიმოშარაში. სტიაუას პრაქტიკულად ყველა საშიანაო თამაშზე სრული ანშლაგია და იმედი მაქვს, დინამო არენას ტრიბუნებიც გაივსება რუმინელებთან შეხვედრის დროს. რუმინეთში მუშაობის პერიოდში არასდროს წამიგია სტიაუასთან", - განაცხადა დუშან უჰრინმა.

კომენტარები