რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

ონიშენკო: იზრდება ჩვენი შეშფოთება ბიოლოგიურ ლაბორატორიასთან დაკავშირებით

livejournal.ru

"კონტაქტების გაფართოებასთან ერთად, ასევე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ღვინის, ბოსტნეულის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების მიწოდების გაფართოებასთან ერთად, სულ უფრო და უფრო გაიზრდება ჩვენი შეშფოთება საქართველოს ტერიტორიაზე აშშ–ის საზღვაო ძალების ბიოლოგიური ლაბორატორიის არსებობასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს ხელისუფლების კონტროლს არ ექვემდებარება" - განაცხადა რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშენკომ Интерфакс-სთან საუბარისას.

"როსპოტრებნადზორი კმაყოფილებით აღნიშნავს ქართულ მხარესთან ურთიერთქმედების პოზიტიურ განვითარებას ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის საკითხებზე. ახლოსაა ის დღე, როდესაც საქართველოდან რუსეთში მილიონი ლიტრი ღვინის პროდუქციის მიწოდება განხორციელდება. მაგრამ საქართველოს ტერიტორიაზე აშშ–ის საზღვაო ძალების სამხედრო ლაბორატორიის არსებობის ფაქტორი საგრძნობლად შემზღუდველ ზემოქმედებას მოახდენს", - განაცხადა ონიშენკომ.

ონიშჩენკო მიიჩნევს, რომ ლუგარის სახელობის ბიოუსფრთხოების ლაბორატორია წარმოადგენს "ძლიერ შეტევით პოტენციალს", რაც, მისი თქმით, "ბიოლოგიური იარაღის შესახებ კონვენციის პირდაპირი დარღვევაა".

საგულისხმოა ისიც, რომ 19 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, იარაღის კონტროლის და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის წლიური ანგარიშის საპასუხოდ, რომელშიც აღნიშნულია, რომ "აშშ–ის თავდაცვის დეპარტამენტის ბიოლოგიური საქმიანობა რუსეთის საზღვრების სიახლოვეს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს".

შეგახსენებთ, რომ 17 ივლისს რუსეთის მთავარი სანიტარის ანალოგიურ ბრალდებებს უკვე უპასუხა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ. მისი თქმით, აშშ-ის დახმარებით შექმნილი ბიოუსაფრთხოების ლაბორატორიის მაღალი დონით კმაყოფილება არ დაუმალავთ რუს მეცნიერებს, რომლებიც უკანასკნელ თვეებში ამ ლაბორატორიას ორჯერ ესტუმრნენ.

კომენტარები