კალაძე: სააკაშვილს მოვუწოდებ შეეშვას ბოღმით სავსე განცხადებებს

მინდა გამოვეხმაურო ჯერ კიდევ პრეზიდენტად წოდებულ მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს პრობლემებია შექმნილი ელექტროენერგიის იმპორტთან დაკავშირებით და მე მოვუწოდებ მას, შეეშვას ამ უაზრო, არაადეკვატურ, ბოღმით სავსე განცხადებებს, რადგან ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება და მე მას დავაიმედებ, უახლოეს მომავალში, სადაც ის იქნება, მას იქ ექნება შუქიც, გაზიც და ბევრი დრო, რომ გაიაზროს კარგად, ბოლო წლების განმავლობაში რამხელა დანაშაული ჩაიდინა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წინაშე მან და მისმა გაქსუებული, გაზულუქებული ჩინოვნიკების ნაწილმა

პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას, ელექტროენერგიის იმპორტის თვალსაზრისით შესაძლო პრობლემებთან დაკავშირებით, ენერგეტიკის მინისტრი ეხმაურება.

კომენტარები