2008 წლის აგვისტოს ომი

სააკაშვილი: მეშინია, მშვიდობიან დროს არ წავაგოთ ის, რაც ომით ვერ მიიღეს

საქართველოს მთავრობის განცხადებებით, რომ ომში ორივე მხარე დამნაშავე იყო, საფრთხე იზრდება, რადგან რუსეთს, 2008 წლისგან განსხვავებით, დღეს საქართველოში მეხუთე კოლონა ეგულება. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში არის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ღიად ფინანსდებიან რუსეთიდან და რუსულ პროპაგანდას ეწევიან. "წინა არჩევნებზე 2 მილიარდი მისცეს გამარჯვებული სუბიექტის ლიდერს და ამას არავინ მალავს, მათ შორის, არც თავად. ამიტომ მეშინია, მშვიდობიან დროს არ წავაგოთ ის, რაც მათ ვერ მიიღეს ომის, ენერგეტიკული ემბარგოს, ეკონომიკური ემბარგოს და პროვოკაციების გზით. ჩვენ თვითონ ჩავბარდეთ მაშინ, როდესაც საქართველოს აქვს შანსი, გახდეს თანამედროვე, წარმატებული, ძალიან წინ წასული სახელმწიფო?! ამ არჩევანს ქართველი ხალხის ნაცვლად ვერცერთი პოლიტიკოსი ვერ გააკეთებს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

კომენტარები