ზაქარეიშვილი: უსამართლობა იქნება, აფხაზები და ოსები რუსეთის პირისპირ დარჩნენ

რუსული რუბლი, რუსული ენა, რუსული უფლებები, კულტურა, არმია, ვფიქრობ, ამის გამო თავს უხერხულად უნდა გრძნობდნენ, რადგან მათ აზრს აღარავინ ეკითხება. რუსეთის მხრიდან მათი დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, მათი ხმა კიდევ უფრო ნაკლებად ისმის, ისინი გარე სამყაროსგან ჩაკეტილები არიან. საქართველო ეკონომიკურად განვითარდება, ქვეყანა NATO-სა და ევროკავშირისკენ მიისწრაფვის და არ გვინდა, რომ ეს პერსპექტივები აფხაზებსა და ოსებს წაართვან. უსამართლობა იქნება, თუ ისინი რუსეთის პირისპირ დარჩებიან. NATO-სა და ევროკავშირის შემადგენლობაში კი ისინი არასდროს დარჩებიან მხოლოდ საქართველოს პირისპირ

აცხადებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი გაზეთ კომერსანტისთვის მიცემულ ინტერვიუში.

კომენტარები