ეგვიპტე

ეგვიპტის სასამართლომ მუბარაქი უდანაშაულოდ ცნო

ეგვიპტის სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის, გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, მუბარაქს სასამართლომ ბრალდებები მოუხსნა და უდანაშაულოდ ცნო. უცნობია, პროკურატურა გაასაჩივრებს თუ არა ამ გადაწყვეტილებას. 

მუბარაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. უცნობია, გადაწყვეტს თუ არა 85 წლის ჰოსნი მუბარაქი პოლიტიკაში დაბრუნებას. შეგახსენებთ, რომ მისი მომდევნო პრეზიდენტი მორსი სამხედროებმა გადატრიალების გზით გადააგდეს და ახლა ეგვიპტეს დროებითი მთავრობა მართავს. 

ჰოსნი მუბარაქი 2011 წელს გადადგა, 18-დღიანი დემონსტრაციების შემდეგ, რომლის დროსაც 800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. იმავე წელს მუბარაქი სახალხო აჯანყების დროს დემონსტრანტების მკვლელობის ბრძანების ბრალდებით დააპატიმრეს.

კომენტარები