რელიგიური შეუწყნარებლობა

ზაქარეიშვილი მუსლიმებზე: უნდა დაიშალონ აუცილებლად... სახლებში წავიდნენ

Paata Zakareishvili
Dimitri Chikvaidze / Tabula

საქართველოს რეინტეგრაციის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში, მეჩეთიდან მინარეთის მოხსნა კანონიერი იყო, ხოლო აქციის მონაწილეები სახლში უნდა წავიდნენ.

"ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან. დემონტაჟი მოხდა კანონის ფარგლებში. არა სწრაფად და მოულოდნელად, არამედ დიდი ხნის განმავლობაში ხდებოდა ლოდინი იმისათვის, რომ თვითონ მოეხდინათ ყველაფერი ეს. შესაბამისად, თუ მეკითხებით, როგორ უნდა მოიქცნენ [აქციის] მონაწილეები, უნდა დაიშალონ აუცილებლად... სახლებში წავიდნენ. უნდა თქვან, რომ მართლაც მათი მოქმედებები არ შეესაბამებოდა კანონს... აწი, მომავალში ისინი ამას გააკეთებენ კანონის ფარგლებში." - აცხადებს ზაქარეიშვილი.

რეინტეგრაციის მინისტრი სოფლის მეჩეთიდან მინარეთის მოხსნაში რელიგიურ მოტივს ვერ ხედავს.

"რელიგიური მოტივი ვერ იქნებოდა, იმიტომ, რომ ნებისმიერი უკანონო მშენებლობა... ნებისმიერ ადგილზე (თბილისი იქნება ეს თუ რეგიონები) გვინახავს როგორ ხდება უკანონო შენობის დემონტაჟი. სამწუხაროდ, ასეთი ფაქტები ხდება ხოლმე, ამიტომ, ჯობდა გარკვეული პროცედურა გავლილი ყოფილიყო, რათა ეს შენობა ნორმალურად აშენებულიყო. საქართველოს ტერიტორიაზე ბევრი მეჩეთიც არის და მინარეთიც, მე არ მგონია, რომ მაინცდამიანც ამ მინარეთის მიმართ იყოს განსაკუთრებული ვნებათაღელვეა. გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ადგილიდან ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება." - თქვა ზაქარეიშვილმა.

 

კომენტარები