ბათუმში, მიხეილ სააკაშვილის საცხოვრებელ სახლთან მელორ ვაჩნაძის მხარდამჭერებსა და პრეზიდენტის დაცვას შორის დაპირისპირება მოხდა. სააკაშვილი კორტეჟის თანხლებით აღნიშნულ ტერიტორიას ტოვებდა. დაცვის მცდელობას, მხარდამჭერები მანქანასთან არ მიეშვა, შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
ვაჩნაძის მხარდამჭერები ამბობენ, რომ სააკაშვილს ბათუმში ჩასვლის უფლება არ აქვს და ყოველთვის ხმაურით დახვდებიან. ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოში მელორ ვაჩნაძის პროცესი მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული მელორ ვაჩნაძე დააკავეს. ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით დააპატიმრეს, რომელიც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
მელორ ვაჩნაძემ გუშინ ბათუმის ბულვარში მყოფ მიხეილ სააკაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც დაცვის წევრებთან დაპირისპირება მოუვიდა.