ევროპის ლიგის ფლეიოფი

ხვალ ევროპის ლიგის ფლეიოფის მატჩში გორის დილა ვენის რაპიდს უმასპინძლებს

facebook.com/FCDilaGori

29 აგვისტოს თბილისის მიხეილ მესხის სტადიონზე ევროპის ლიგის ფლეიოფის განმეორებით მატჩში გორის დილა ვენის რაპიდს უმასპინძლებს. 

ერთი კვირის წინ ავსტრიაში ჩატარებული შეხვედრა ქართველმა ფეხბურთელებმა მინიმალური ანგარიშით 0:1 დათმეს, რაც გიორგი დევდარიანის გუნდს ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად საკმაოდ კარგ შანსებს უტოვებს. 

დილას შემადგენლობაში ვიხილავთ გრიგოლ დოლიძეს და ირაკლი მოდებაძეს, რომელთა მონაწილეობა ხვალინდელ მატჩში ტრავმების გამო სათუო იყო. რაც შეეხება რაპიდს, ავსტრიულ გუნდს თბილისში მონტენეგროელი ლეგიონერი, ნახევარმცველი ბრანკო ბოშკოვიჩი ვერ ჩამოყვება. სავარაუდოდ მოედანზე გამოვა ამერიკელი ფორვარდი ტერენს ბოიდი, რომელმაც ვენაში ჩატარებული შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა. მატჩს რუმინელი არბიტრები მოემსახურებიან. 

ხვალინდელ მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა სტადიონის სალაროებში 3 და 5 ლარად არის შესაძლებელი. ტელემაყურებლებს კი პირდაპირი რეპორტაჟის ნახვა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე 20:00 საათიდან შეეძლებათ. 

კომენტარები