სირიის კონფლიქტი

კერი: სირიაში ქიმიური შეტევის შედეგად 1429 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი
Reuters

ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის ინფორმაციით, ქიმიური შეტევის შედეგად, გასულ კვირას დამასკოში, 1429 ადამიანი გარდაიცვალა - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ განაცხადა.

კერის თქმით, დაღუპულთა შორის 426 ბავშვია. სახელმწიფო მდივანმა, შეტევას „წარმოუდგენელი საშინელება“ უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ ბაშარ ასადის ჯარების მიერ ქიმიური იარაღი არაერთხელ იქნა გამოყენებული და არა მხოლოდ 21 აგვისტოს.

სახელმწიფო მდივნის განცხადებით, აშშ-ს აქვს ზუსტი მონაცემები, იმის შესახებ, თუ საიდან და როდის იქნა გამოშვებული ქიმიურად დატვირთული რაკეტები და სად ჩამოვარდნენ. შეგახსენებთ, რომ ბაშარ ასადის მთავრობა, უარყოფს ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს და ამტკიცებს, რომ ის მეამბოხეებმა გამოიყენეს.

კომენტარები